img1


გერმანელი პროფესორი მაქს ოტე: ნატო ჩვენთვის არ არის საჭირო. პირიქით, ეს არის არასტაბილურობის წყარო, ფაქტორი, რომელიც უკვე ათწლეულების განმავლობაში, ან მინიმუმ ორი ათწლეულის განმავლობაში აფერხებს ევროპას

 

,,ნატო ჩვენთვის არ არის საჭირო. პირიქით, ეს არის არასტაბილურობის წყარო, ფაქტორი, რომელიც უკვე ათწლეულების განმავლობაში, ან მინიმუმ ორი ათწლეულის განმავლობაში აფერხებს ევროპას. ნატო კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ამერიკის ძალის დემონსტრირებას ახდენს ევროპის ხარჯზე. პირველი გენერალური მდივნის სიტყვები დღემდე აქტუალურია ნატოს შესახებ: „ნატოს მიზანია ამერიკელები შიგნით დაიჭიროს, რუსები გარეთ და გერმანელები ქვემოთ“. რატომ არ ვითარდება ევროპა? იმიტომ, რომ ჩვენ შეგნებულად შევიტანეთ დაპირისპირება უკრაინაში, დავყავით ევროპა, რაც აშშ-ის მიერ იყო მართული უკრაინული მაიდანის და სხვა მსგავსი პროცესების მეშვეობით. მე მირჩევნია, რომ გერმანიასა და რუსეთს ჰქონდეთ მჭიდრო პარტნიორობა. პუტინი ძლიერი ლიდერია, ოსტატი და ჭადრაკის მოთამაშე. თუმცა ის რეალისტია, განსხვავებით ზოგიერთი მსახიობისა და მხატვრისგან, რომლებიც უბრალოდ ფანტაზიებში ცხოვრობდნენ” - განაცხადა პროფესორმა ოტემ