img1


ლოს-ანჯელესში ხანძარი კვლავ გრძელდება. არსებობს უფრო მეტად გავრცელების რისკი

ლოს-ანჯელესში ხანძარი კვლავ გრძელდება. არსებობს უფრო მეტად გავრცელების რისკი.

 

Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხანძარი კიდევ 400 ჰექტარზე გავრცელდა, რაიონში 6 ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

 

ხანძარმა გაანადგურა ან დააზიანა, სულ მცირე, 12000 შენობა. მას შემდეგ, რაც მეხანძრეები ყველა დაზიანებულ სახლში შევლენ, სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი უფრო გაიზრდება.