img1


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ჰოკეისტ უეინ გრეცკის სთხოვა, “კანადის გუბერნატორი” გახდეს. - ამის შესახებ Fox News-ი იუწყება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ჰოკეისტ უეინ გრეცკის სთხოვა, “კანადის გუბერნატორი” გახდეს. - ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.

 

გამოცემა წერს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ტრუდოს მემკვიდრესთან დაკავშირებით, გეგმა აქვს.

 

“ვიყავი უეინ გრეცკისთან. ვუთხარი: “უეინ, გინდა იყო კანადის გუბერნატორი?” ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე უეინზე უკეთესი იქნება. ის ჩემი მეგობარია. ის შესანიშნავი ადამიანია. ის ჰოკეის შესანიშნავი მოთამაშეა.” - აღნიშნა ტრამპმა.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ბევრს სურს აშშ-ის 51-ე შტატად ყოფნა.

 

„კანადა რომ აშშ-ს შეუერთდეს, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი სრულიად დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად ირგვლივ არიან. ერთად რა დიდი ერი იქნებოდა!” - განაცხადა ტრამპმა.