img1


ბათუმში ტენდერებს და მსხვილ პროექტებს კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები საჩუქრად იღებენ, ერთ – ერთი მათგანი გოგიტა კახიძე გახლავთ (ყოფილი სოდელი) და ჩიქოვანის უფროსი

ყველაზე სასაცილო კი ის გახლავთ, რომ მის მიერ განხორციელებულ პროექტებს ამოწმებს ჩიქოვანის ძმა ისიც ყოფილი კუდის მაღალჩინოსანი.

მოკლედ ბათუმში ყოფილი კუდის და სოდის თანამშრომლები ზოგი ტენდერებს იგებს და ზოგიც ამ ტენდერების შემდეგ სამუშაოებს ამოწმებს. :)))

იქეთ წყალკანალში კიდევ ერთი კუდელი მაღალჩინოსანი ვინმე ბექაია ყავთ დასაქმებული, აი ასეთი საამურია იმ ბათუმში ცხოვრება, რომელიც მთლიანად სააკაშვილის რეჟიმის ზონდერებს ჩაუგდეს ხელში….

თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს, მაშინ როდესაც რიჟვაძე გვყავს მთავრობის თავმჯდომარედ რომლის მამასაც ბატონ დავით რიჟვაძესაც თავის დროზე არა ერთი ცრუ ჩვენება მიუცია სააკაშვილ- მერაბიშვილის ზეობის ხანაში მათშორის არის ბატონი მუხაშავრია და სოლომონიძე ქართული ოცნების ძველი გვარდიიდან, ასევე ცოტნე ანანიძე რომელიც პირდაპირ “სროკზე” გაუშვა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით…

ცრუ ჩვენებებში აღებული პრემიებით კი

ბატონი დავითი თავის შვილს უცხოეთში განათლებას უფინანსებდა.

 – ირაკლი ჯანყარაშვილი