img1


ალექსეი გონჩარენკო: თუ კანადას ასე ესაუბრებიან, დაფიქრდით უკრაინაზე

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო კანადასთან მიმართებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

 

კანადა „დიდი შვიდეულის“ წევრია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკაა. ის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. ადამიანები ინგლისურად საუბრობენ და ამერიკულ კონტექსტში ძალიან არიან ჩართულნი. მაგალითად, მათ ჰოკეის საერთო ლიგა აქვთ. ბევრი საერთო ბიზნესი, ვარსკვლავი, კავშირი და მას ასე ელაპარაკებიან. ახლა უკრაინაზე დაფიქრდით და ჩვენი ადგილი ამ მაგიდასთან არის“, - წერს სოციალურ ქსელში გონჩარენკო.