საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში „სწრაფი და მარტივი გადაწყვეტა“ არ იქნება, მიუხედავად აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებებისა, სწრაფი მოგვარების შესახებ.
„ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თავად იცის, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს გამარჯვების შანსი, თუ უკრაინა წააგებს. ხოლო უკრაინის კაპიტულაცია ვერ იქნება მომგებიანი ვერც ევროპელებისთვის და ვერც ამერიკელებისთვის.“ - განაცხადა მან.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კაპიტულაცია ძირს გამოუთხრის დასავლეთის ავტორიტეტს და დასძინა, რომ ევროპელები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ხოლო შეერთებული შტატები ვალდებულია, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19