img1


ტრამპმა სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ ჩვენს შეხვედრას ელოდება. მასთან ჩემი ვიზიტი პირველი, ან ერთ-ერთი პირველი იქნება

"ტრამპმა სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ ჩვენს შეხვედრას ელოდება. მასთან ჩემი ვიზიტი პირველი, ან ერთ-ერთი პირველი იქნება. ვიცი, რომ მას საკუთარი, ამერიკული საქმეები აქვს, თუმცა, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, ჩემი აზრით, ჩვენი საკითხი ტრამპისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მას პუტინის შეჩერება შეუძლია, იმიტომ, რომ პუტინს მისი ეშინია. ეს ფაქტია. ტრამპი დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტია და სამუდამოდ არ მოდის, ის პუტინი არ არის. არ მოვა 25 წლით, საკუთარი ვადით მოვა, მაგალითად 4 წლით. მე-5 წელს კი პუტინი ომს დაიწყებს. ტრამპისთვის ეს მარტივი იქნება?! ის, რომ მის დროს ომი არ იყო, მის შემდეგ კი უკრაინა გაანადგურეს." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.