img1


გერმანიაში საარჩევნო რბოლის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინაში გერმანელი სამშვიდობოების განლაგების იდეას. - ინფორმაციას Rzeczpospolita ავრცელებს

გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, CDU-ს უსაფრთხოების სპიკერი როდერიხ კიზევეტერი თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს და გერმანელი სამშვიდობოების გაგზავნის გამორიცხვა "დაუდევრობა" იქნება.

 

მისი თქმით, გერმანიას საბოლოოდ მოუწევს უკრაინაში ჩარევა „კარგად აღჭურვილი ჯარით“.

 

„სამშვიდობო ძალები ეფექტურია და ევროპაში ჩვენი შეზღუდული მატერიალური და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, რეალისტურია, რომ სამშვიდობო ძალები შეიძლება შევიდეს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურაში და, შესაბამისად, ნატოში, რადგან ბირთვული თავდაცვის ფარი ასევე ეხება უკრაინას.“ - თქვა მან.

 

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, გამოკითხვებში CDU/CSU ბლოკი ლიდერობს და მისი ხელმძღვანელი ფრიდრიხ მერცი კანცლერის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად ითვლება.