სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინელებს გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო დახმარების შეჩერებით დაემუქრა. თავის ვიდეომიმართვაში რობერტ ფიცომ თქვა, რომ მისი პარტია მზადაა განიხილოს ასეთი ზომები მმართველ კოალიციაში, თუ არ აღდგება რუსული გაზის მიწოდება უკრაინის გავლით, ან ბრატისლავას არ შესთავაზებენ „კომპენსაციის მექანიზმებს, რომლებიც აანაზღაურებენ სახელმწიფო შემოსავლების დაკარგვას. თითქმის 500 მილიონი ევროს ოდენობით.
ფიცომ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტას კიევის მხრიდან „დივერსია“ უწოდა.
„უკრაინის პრეზიდენტმა ვ. ზელენსკიმ დაიწყო სლოვაკეთის საჯარო ფინანსების საბოტაჟი და მთელი ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაზიანება უნდა აჩვენოს, რომ ის სუვერენული ქვეყანაა“, - წერს ფიცო ვიდეო მიმართვის ქვეშ.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19