img1


ტემპერატურა იკლებს, ფასები იმატებს. ევროპა გაზის გარეშე „ტკბება“ ცხოვრებით

უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ, ევროპა აწყდება გაზრდილ ფასებს და სასტიკ კონკურენციას LNG-ზე, წერს Bloomberg. რუსული მიწოდების ალტერნატივა ჯერ არ ყოფილა. ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა წლის პირველ სავაჭრო დღეს.

 

 ევროკავშირში გაზის საწყობები უპრეცედენტო სისწრაფით იცლება. რიგ ქვეყნებში ყინვებია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა გათბობაზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვიოს. ევროპელები დაძაბულები არიან: იანვრის შუა რიცხვებისთვის თერმომეტრი შეიძლება დაეცეს მინუს შვიდ გრადუსამდე.