img1


ჩერნოგორიის ქალაქ ცეტინიეში მამაკაცმა ბარში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ქუჩაში გავიდა და გამვლელებს სროლა დაუწყო. შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

ჩერნოგორიის ქალაქ ცეტინიეში მამაკაცმა ბარში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ქუჩაში გავიდა და გამვლელებს სროლა დაუწყო. შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დანილო სარანოვიჩმა. დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი.

 

 მედიის ცნობით, სროლას წინ უძღოდა ჩხუბი რესტორანში. პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლის მიზეზი არა მაფიის დაპირისპირება, არამედ ჩვეულებრივი საშინაო კონფლიქტი გახდა, იუწყება სააგენტო dpa. მსროლელი გაიქცა და "შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ძალები იყო განლაგებული მის დასაჭერად", - განუცხადა სარანოვიჩმა ჟურნალისტებს.

 

 მონტენეგროს მთავრობამ საგანგებო სატელეფონო სხდომაზე 2, 3 და 4 იანვრის გლოვის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრმა მილოიკო სპაიჩმა, პირდაპირ ეთერში სატელევიზიო სამედიცინო ცენტრიდან გამოსვლისას, ინციდენტს "საშინელი ტრაგედია" უწოდა.