უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში, 25 წლის წინ, რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში უკრაინის გავლით შეადგენდა 130 მილიარდ კუბურ მეტრს, ახლა კი ის ნული გახდა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი მოსკოვში. რუსეთის ენერგეტიკის იარაღად გადაქცევისა და პარტნიორების ცინიკური შანტაჟის შედეგად მოსკოვმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.
„ჩვენ უნდა დავძლიოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერია, რომლებიც მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ გამჭვირვალე ენერგეტიკულ პოლიტიკას“, - დასძინა ზელენსკიმ, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავდა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცო, რომელმაც დაგმო უკრაინის გადაწყვეტილება ტრანზიტის შეჩერების შესახებ და ახლახან გაემგზავრა მოსკოვში.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25