ოთხშაბათს დილით უკრაინამ ოფიციალურად შეაჩერა რუსული გაზის ყველა ტრანზიტი ევროპაში, რაც აღნიშნავს ენერგეტიკული თანამშრომლობის შეწყვეტას მოსკოვთან.
გაზის ტრანზიტის შეწყვეტა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაზე ახდენს გავლენას
ერთ - ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარტყმას კი სლოვაკეთს აყენებს.
უკრაინამ ოთხშაბათს, 1 იანვარს , შეწყვიტა რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში , ორ მხარეს შორის 2019 წელს გაფორმებული ხუთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.
„ჩვენ შევაჩერეთ რუსული გაზის ტრანზიტი, ეს ისტორიული მოვლენაა, რუსეთი კარგავს ბაზრებს, ის ფინანსურ ზარალს განიცდის“, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გალუშჩენკომ.
უკრაინული ოპერატორი GTSOU-ის მიერ წინა დღით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოთხშაბათს მიწოდება არ იყო დაგეგმილი, უკრაინულ კომპანია „ნაფტოგაზსა“ და რუსულ გიგანტ „გაზპრომს“ შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა მიწოდების შეწყვეტა.
„გაზპრომს“ ჩამოერთვა ტექნიკური და სამართლებრივი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ტრანზიტზე.
2023 წელს, ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე გაიარა დაახლოებით 14,65 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი, რამაც მნიშვნელოვანი შემოსავალი გამოიმუშავა ორივე ბანაკისთვის: 800 მილიონი ევრო უკრაინისთვის და 5 მილიარდი გაზპრომისთვის .
ტრანზიტი წყდება მაშინ, როდესაც კონფლიქტი უახლოვდება მესამე წლისთავს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ 2025 წელს უნდა იბრძოლოს "ბრძოლის ველზე", მაგრამ ასევე "მოლაპარაკების მაგიდაზე".
„მომავალი წლის ყოველ დღე ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა საკმარისად ძლიერი უკრაინისთვის, რადგანაც მხოლოდ ასეთ უკრაინას სცემენ პატივს მოლაპარაკების მაგიდაზე“, - განაცხადა მან მისი საახალწლო მიმართვაში.
რობერტ ფიცოს თქმით
ამ ტრანზიტის დასასრული აღნიშნავს ისტორიული ენერგეტიკული მარშრუტის გაქრობას.
1960-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დროს, ბრატსტვო (რუსულად საძმო) გაზსადენი იყო დამაკავშირებელი რუსეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას შორის.
2021 წელს, ომამდე, ევროკავშირის ბუნებრივი აირის იმპორტის 45% რუსეთიდან მოდიოდა, პროპორცია შემცირდა 18%-მდე 2024 წლის ივნისისთვის, ენერგეტიკული კავშირის მდგომარეობის ანგარიშის მიხედვით .
მიუხედავად ამ შემცირებისა, დამოკიდებულება რჩება აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში. სლოვაკეთმა და უნგრეთმა, განსაკუთრებით დაუცველებმა, უკვე გამოთქვეს შეშფოთება და უჩივიან ონკანის გადაკეტვას. სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა, რობერტ ფიცომ
ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ არსებულ გამოწვევებზე საუბრობდა და ხაზსს უსვამდა მძიმე ენერგეტიულ შედეგებზე, რომლებიც ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ არის მოსალოდნელი.
„უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერება მკვეთრ გავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე ევროკავშირში, არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაზე“, - ფიცო, რომელიც მოსკოვს დეკემბერში ეწვია, გამოსავლის საპოვნელად სამწუხაროდ ვერაფერს გახდა.
„დივერსიფიკაციას აქვს ფასი და რუსული გაზის ნებისმიერი ალტერნატივა საგრძნობლად ძვირი იქნება“, - აცხადებს AFP სლოვაკური გაზის კომპანიის SPP-ის სპიკერი ონდრეი სებესტი.
უკრაინის უახლოეს მოკავშირეებს შორის, პოლონეთი, თავისი დიპლომატიის ხელმძღვანელის, რადოსლავ სიკორსკის მეშვეობით, მიესალმა მოსკოვზე "ახალ გამარჯვებას".
ამ დაძაბულ კონტექსტში სამშაბათს ევროპული გაზის ფასმა სიმბოლურ ნიშნულს - 50 ევრო მეგავატ საათში მიაღწია, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
რუსული მიწოდება ევროპაში ახლა დაეყრდნობა ორ მთავარ მარშრუტს:
თურქულ ნაკადს, რომელიც გაზსს ევროპაში თურქეთის გავლით შეიტანს და ბალტიის ზღვაში Nord Stream-ის მილსადენებს.
თურქული ნაკადის გაზსადენი გადის შავ ზღვაზე და ამარაგებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, განსაკუთრებით უნგრეთს.
„LNG-ით ვლადიმერ პუტინი კვლავ სარგებლობს ფულის შემოდინებით და ზიანის მიყენების ძალაუფლებით, ის ასევე აბრუნებს ევროპას გარკვეულ ფარისევლობაში. ევროპამ დააწესა სანქციები რუსულ ნავთობსა და ნახშირზე, მაგრამ მან იგივე ვერ შეძლო. გაზზე", აანალიზებს ჟაკ დელორის ინსტიტუტის ენერგეტიკის სპეციალისტი ფუკ-ვინ ნგუენი, ციტირებულ Le Monde-ს მიერ .
ამავდროულად, მოლდოვა, რომელმაც ახლახან აირჩია პროევროპული პრეზიდენტი , აღარ მიიღებს მიწოდებას გაზპრომისგან ფინანსური დავის კონტექსტში. რუსულ გაზის გიგანტთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, კიშინიოვი იძულებული გახდა გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა გაზის დეფიციტის საფრთხის გამო.
უკრაინაში რუსული შეჭრის დაწყების შემდეგ გაზპრომმა უკვე შეაჩერა ამ ქვეყანაში მიწოდების დიდი ნაწილი და ახლა მხოლოდ დნესტრისპირეთის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონს ამარაგებს. მაგრამ მისი თბოელექტროსადგური კვლავ უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 70%-ს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია ევროპაში.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19