img1


გერმანია მასკს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში და ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

გერმანიის მთავრობამ ილონ მასკი დაადანაშაულა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში Welt-ის პუბლიკაციის მეშვეობით, რომელშიც ის მხარს უჭერდა ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). მთავრობის სპიკერის მოადგილემ კრისტიანა ჰოფმანმა განაცხადა, რომ მასკი საარჩევნო პროცესში ერევა.

 

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლარს კლინგბეილმა მასკის ქმედებები პუტინის ქმედებებს შეადარა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მათგანი დემოკრატიისა და გერმანიის შესუსტებას ცდილობს.

 

გარდა ამისა, კანცლერმა ოლაფ შოლცმა საახალწლო მიმართვაში მოქალაქეებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ მანიპულაციას და „სოციალური მედიის მფლობელებს“ არ მისცენ უფლება, გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 23 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში მომავალი მხოლოდ გერმანელებმა უნდა განსაზღვრონ.

 

შოლცმა გერმანიის საზოგადოებას სიფხიზლისკენ და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა: „ვისურვებ, რომ არ მივცეთ საშუალება, მოგვატყუონ“.