img1


ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲡᲐᲐᲞᲔᲚᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲛ ᲡᲔᲥᲡᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔᲖᲔ ᲓᲝᲜᲐᲚᲓ ᲢᲠᲐᲛᲞᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲒᲐᲛᲝᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ ᲫᲐᲚᲐᲨᲘ ᲓᲐᲢᲝᲕᲐ

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ძალადობის საქმეზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

 

დონალდ ტრამპმა 2023 წელს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა, რომელიც მას ხუთი მილიონი დოლარის გადახდას აკისრებს, თუმცა აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე 1996 წელს სექსუალურად იძალადა, ძალაში დატოვა და ახალი სასამართლო პროცესის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მოსამართლემ უამრავი შეცდომა დაუშვა.

 

დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნმა ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად განაცხადა, რომ „დროა, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება შეწყდეს“.