img1


ირაკლი ჯანყარაშვილი| ბიძინა ივანიშვილს მართლა, რომ მიეშვა ნაცმოძრაობა და ისევ ქვეყნის ჯიჯგნის, ქუჩაში ხალხის დახოცვის, წამების და გაუპატიურების უფლება მიეცა, აშშ-ში დღეს ნობელის პრემიაზე წარადგენდნენ!

ბიძინა ივანიშვილს მართლა, რომ მიეშვა ნაცმოძრაობა და ისევ ქვეყნის ჯიჯგნის, ქუჩაში ხალხის დახოცვის, წამების და გაუპატიურების უფლება მიეცა, აშშ-ში დღეს ნობელის პრემიაზე წარადგენდნენ!

 

ბიძინა ივანიშვილს, რომ დაეყარა ფარ-ხმალი და საქართველოს უკრაინიზაცია მოეხდინა დღეს მას როგორც დიდ დემოკრატს ისე დააჯილდოვებდნენ!

 

ზუსტად იმისთვის დასაჯეს, რომ თბილისი დღეს მარიოპოლს არ ჰგვას, ბათუმი ბუჩას და ქუთაის ირპენს!

 

იმისთვის დასაჯეს, რომ დღეს საქართველოში ხალხი ნაძვისხესთან იკრიბება, პოლიცია მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ამის ნაცვლად კი ძალადობრივ მობილიზაციაში არ არის ჩართული.

 

იმისთვის დასაჯეს ბიძინა, რომ დღეს საქართველოში მაღლა ცაზე რომ ავიხედავთ ცისფერ ცას, ღამით ვარსკვლავებს და ზამთარში ფიფქებს ვხედავთ და არა რუსული სამხედრო ძალების ნასროლ რაკეტებს! 

 

დემოკრატიის სამშობლოდან სანქციას უწესებენ კაცსს რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს და მას ოკეანეს გაღმა მყოფზე წინ აყენებს!