img1


მაგდებურგში ხალხში შევარდნილ მანქანაში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს

მაგდებურგში ხალხში შევარდნილ მანქანაში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. 

გამოცემა Welt-ის ცნობით, რომელიც პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრას ეხება, საუბარია დაუდგენელ ობიექტზე, რომელიც დამნაშავემ მანქანაში დატოვა. Welt ასევე გვაწვდის ინფორმაციას ეჭვმიტანილის შესახებ - სავარაუდოდ 1974 წელს დაბადებული მამაკაცი საუდის არაბეთიდან არის. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მან მინიმუმ 400 მეტრი გაიარა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე დაქირავებული BMW-ით. უცნობია, მოქმედებდა თუ არა დამნაშავე მარტო.

 

 გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულებს მიუსამძიმრა. „ჩემი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ და მაგდებურგელ ხალხს“, - წერს შოლცი სოციალურ ქსელში