რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოთხი წელია, არ უსაუბრია და მასთან კონტაქტებისა და შეხვედრისთვის მზად არის. ამის შესახებ Interfax-ი წერს.
პუტინმა აღნიშნა, რომ არ იცის, როდის შეძლებს ტრამპთან შეხვედრას.
„თქვენ თქვით, რა შეგვიძლია შევთავაზოთ, რა შემიძლია შევთავაზო არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, როცა მას შევხვდებით. პირველ რიგში, არ ვიცი, როდის შევხვდებით მას, რადგან ის ამაზე არაფერს ამბობს. ოთხ წელზე მეტია, მასთან საერთოდ არ მისაუბრია და მზად ვარ ამისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს. მზად ვიქნები შეხვედრისთვის“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ ოდესმე შეხვდება ახლადარჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, დარწმუნებულია, რომ მასთან სალაპარაკო ექნება.
ამერიკელი ჟურნალისტის კომენტარის საპასუხოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან პოტენციურ შეხვედრას გამართავს „უფრო სუსტი ლიდერის“ რანგში, უკრაინაში არსებული ვითარებისა და სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის გათვალისწინებით, პუტინმა თქვა: „მე მჯერა, რომ რუსეთი ბევრად გაძლიერდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვხდებით ჭეშმარიტად სუვერენული ქვეყანა. ჩვენ ცოტა ადამიანზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკურად მყარად დავდგეთ ფეხზე. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს“.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21