img1


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელს ლიბერალების ბოლო დასაყრდენი უწოდა და მორდორს შეადარა:

,,თუ ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთ ევროპაში, ანუ ლიბერალები პატრიოტების წინააღმდეგ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ხიდი, ბასტიონი, ციტადელი, სადაც მათ უკან დაიხიეს, არის ბრიუსელი. ეს არის მორდორის რეგიონი, ბნელი ტერიტორია, ოკუპირებულია ბნელი მბრძანებლის მიერ, ლიბერალები მხოლოდ იქ არიან” - განაცხადა ორბანმა

 

ასევე ორბანის თქმით, ამჟამად ორი პროცესი პარალელურად მიმდინარეობს: მსოფლიო წესრიგის ცვლილება და დასავლური სამყაროს შიგნით ცვლილებები. აზიის რეგიონი ძლიერდება, დასავლეთი კი სუსტდება საკუთარ მაჩვენებლებთან შედარებით

 

მან დასძინა, რომ დასავლურ სამყაროში არის ბრძოლა, რომელშიც "ლიბერალები კარგავენ და პატრიოტები იმარჯვებენ". ყველაზე ნათელი მაგალითი იყო ტრამპის გამარჯვება აშშ-ს არჩევნებში. ორბანის თქმით, ეს დასავლურ სამყაროს აძლევს შანსს, იპოვონ ადგილი თავისთვის ახალ მსოფლიო წესრიგში