img1


ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ იქამდე იდგებიან სიცივესა და ქარში სანამ კრიზისის დაძლევა არ მოხდება

-" ხანდაზმულ თაღლითს ზამთარი და პუტინი ვერ შეაშინებს, რუსთაველის გამზირზე იდგება იქამდე სანამ კრიზისი არ დაძლევა.

საინტერესოა რომელი კრიზისის დაძლევაზე საუბრობს ბატონი ბადრი ?!

 

კრიზისი და კრიზისული პერიოდი თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს, ეს "ნაც-ოპოზიციაა" რომლის ორგანიზებულმა მაიდანმაც ჩაილურის წყალი დალია.

100 კაცი ძვლივს შემორჩათ რუსთაველზე, ვისი მარში აღარ ჩაატარეს, "ბარსელონა რეალის ფანებიდან დაწყებული უსიდედრო სიძეებამდე დასრულებული, თუმცა ვერაფერს გახდნენ, ერთი რაც მოახერხეს მეთხუთმეტე დღეს ბავშვებისთვის ზეიმის წართმევა იყო. ნაძვისხესთან მოგროვდნენ ბოთლებით ხელში.

აბა ეხლა კიდევ ერთხელ ვინ არის კრიზისში ? 

ან სად არის კრიზისი ?

და იცით სად არის ნამდვილი კრიზისი ?!

ორბელიანების სასახლეში "ყარაბას-ბარაბს" სალომესთან, რომელიც ერთ კვირაში გამობუნძულდება თავისი რეზიდენციიდან.

და კიდევ სად არის კრიზისი ?!

ნაცების ოფისში, ლელოს "ჩაიხანაში" გვარამიას მთავარ არხში, კეზერაშვილის ტვ - ფორმულაში...

ერთს ფულის გათეთრებას ედავება ოქიაშვილი, მეორეს კიდევ კეზერა ხურავს...

 

კრიზისი არის " ყველა ნაცოპო-პარტიაში " , რევოლიცია რომ ჩავარდა და პარლამენტში არ შესვლის პირობის კიდევ ერთხელ გატეხვა და ამის შემდეგ გაპრავება, რომ მოუწევთ ეხლა. 

 

აი აქ არის და აი ეს არის კრიზისი თაღლითო ბადრი! "

 

ირაკლი ჯანყარაშვილი