img1


ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ნატოს თუ მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვი

ნატოს წევრები აპირებენ, გაზარდონ თავიანთი მთლიანი თავდაცვის ხარჯები თითოეული ქვეყნის მშპ-ის 3%-მდე, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნატოს თუ მშვიდობა სურს, უნდა მოემზადოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის, რომელიც შეიძლება დაიწყოს მომდევნო ხუთიდან ათ წლამდე პერიოდში. 

 

„რუსეთს აქვს მენტალიტეტი, რომ ომი არის რაღაც წმინდა, რომ ეს არის წმინდა ომი და ისინი ყველას წინააღმდეგ არიან. ისინი ევროპას ეწინააღმდეგებიან, ნატოს ეწინააღმდეგებიან, აშშ-ს ეწინააღმდეგებიან, და ამ გზიდან გადახვევის ერთადერთი გზა არის მასზე უფრო დიდთან ან ძლიერთან შეხვედრა. რუსეთს არ განუმარტავს, რომ პუტინმა მიზნები შეცვალა.

 

ჩემი შეფასებით, ის მიზნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ სანაცვლოდ მიიღებს არანაკლებ ძალას. რაც ჩვენთვის თავაზიანობაა, მისთვის სისუსტეა, როგორც უკვე ვნახეთ ბევრ მსგავს სიტუაციაში: ის ამით სარგებლობს“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

მიხალმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი მზად იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებენ.

 

ასევე, ესტონეთის ოფიციალურმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ეკონომიკა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.

 

გარდა ამისა, ესტონეთში მიაჩნიათ, რომ თუ უკრაინა მოახერხებს გაზაფხულამდე გაძლებას, რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი საკუთარი რეჟიმის მზარდი უკმაყოფილების წინაშე აღმოჩნდება.