ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ჩავარდა, კოლექტიურმა დასავლეთმა დაკარგა უკანასკნელი შანსი საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ოთხი წელი ისევ მშვიდობიანი იქნება და ხვალინდელი დღის შიში არ უნდა გვქონდეს.
თუმცა ეს მოდუნების უფლებას რა თქმა უნდა არ გვაძლევს, ყველამ კარგად ვიცით თუ რა შეუძლია ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, რომლებიც გამუდმებით აფათურებენ ხელებს საქართველოს შიდა საქმეებში.
მართალია ქუჩის პროტესტმა ძალა დაკარგა თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნის გარედან მომდინარე ზეწოლა, რომელიც გაგრძელდება.
ძალა გამოცლილმა ოპოზიციამ რევოლუციის საბაბად ვერც არჩევნების გაყალბება გამოიყენა, მითუფრო მაშინ როცა არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და როგორც ეუთო ოდირის განცხადებაში ვკითხულობთ არჩევნების გაყალბების არავითარი მტკიცებულება არ არსებოს.
შესაბამისად დესტრუქციულ ძალებს უკანასკნელი რესურსები ეწურებათ. მოლოტოვის კოქტეილებით მორბენალ აქციის მონაწილეებს განსასჯელის სკამზე ვნახავთ, ოპოზიციას პარლამენტში, ხოლო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავალს, მშვიდ ხვალინდელ დღეს ერთად ვუზრუნველჰყოფთ.
ზეზვა ჩანქსელიანი
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21