img1


რუმინეთის უმაღლესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა

რუმინეთის უმაღლესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა და განაცხადა, რომ მთელი საარჩევნო პროცესი ხელახლა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

მედიის ცნობით, მეორე ტური კვირას, 8 დეკემბერს, უნდა გამართულიყო და საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე კენჭისყრის პროცესი დაწყებული იყო. 

 

რუმინეთის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ არჩევნების პერიოდში ქვეყანა „რუსული აგრესიული ჰიბრიდული თავდასხმების“ სამიზნე იყო.

 

„რუმინეთის პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო პროცესი ხელახლა ჩატარდება. მთავრობა დანიშნავს ახალ თარიღს და კალენდარს საჭირო ნაბიჯებისთვის“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 24 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი კელინ ჯორჯესკუ ლიდერობდა. არჩევნების მეორე ტურში ის პროევროპელ კანდიდატ ელენა ლასკონის უნდა დაპირისპირებოდა. 

 

კელინ ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუმინეთის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს აკრძალავდა და უკრაინის სამხედრო დახმარებასაც შეწყვეტდა.