ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ევრაზიის განყოფილების მიმართულებით მოჯთაბა დამირჩილუმ აღნიშნა, რომ, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, უკრაინის ოფიციალური პირები ამერიკიდან მიღებული იარაღით უკანონოდ ვაჭრობენ. მან ასევე აღნიშნა ამ ქვეყნის მიერ სირიაში მყოფი ტერორისტების მხარდაჭერა და ეს ქმედება, ტერორიზმის პრევენციის და მასთან ბრძოლის მიმართულებით, სახელმწიფოთა საერთაშორისო ვალდებულების აშკარა დარღვევად მიიჩნია. მან ასევე მოუწოდა უკრაინას შეწყვიტოს იარაღის მიწოდება ტერორისტებისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა სირიაში არსებული ტერორისტული დაჯგუფებების საშიში ხასიათი. ეს დაჯგუფებები დიდი ხანია, რაც შეტანილნი არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ ტერორისტთა სიაში. ბატონმა დამირჩილუმ მსგავსი დაჯგუფებების გამოყენება დასავლეთ აზიის რეგიონში უკანონობად და ყველა საერთაშორისო სტანდარტის და პრინციპის დარღვევად მიიჩნია და აღნიშნა: გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორიზმთან მოკავშირეობა მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ არეულობას და ძალადობას იწვევს და ადრე თუ გვიან თავად ტერორისტთა მფარველებს მოუბრუნდება.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21