● საქართველოში არჩევნები შედგა, ყველა პარტიამ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რაც მიიღო, საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და ის იმსახურებს პატივისცემით, ღირსეულად და თანასწორად მოპყრობას
● ვდგავართ არჩევანის წინაშე, რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? - ევროპარლამენტის სიცრუით გაჟღენთილი რეზოლუციებისკენ, თუ ეუთო/ოდირის დასკვნისა ან სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტისკენ - ჩვენ ვირჩევთ სტრასბურგს
● მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ
● საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით. სწორედ ეს გზავნილი განასხვავებს ჩვენს საგარეო პოლიტიკას ოპოზიციის უშინაარსო, ყალბად ემოციური და ხმაურიანი კამპანიისგან
● მიუხედავად არჩევნებამდე მკაფიოდ ნათქვამისა, რომ არჩევნების შეფასებისას ყველა იხელმძღვანელებდა ეუთო/ოდირის დასკვნით, ვხედავთ, თუ როგორ ხდება არათუ ამ დასკვნის წაყრუება, არამედ ეუთო/ოდირის მისიაზე თავდასხმაც კი.
● საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად -გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ.
● მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ამიტომაც, არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს.
● მოხარული ვართ ქართველი ამომრჩევლის, რომლებმაც დაინახეს ჩვენი არჩევანი, გვენდნენ და მხარი დაგვიჭირეს - ამ ნდობას არ გავაცრუებთ.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21