img1


საბედნიეროდ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ცივი გონებით გაანალიზებული, აბსოლუტურად პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებზე სრულფასოვნად მორგებული იყო და არის! |ზეზვა ჩანქსელიანი

" პრმიერის ბოლო განცხადება განსაკუთრებით ყურადსაღები და ძალიან მნიშვნელოვანია მისი დატვირთვა... "

ვისაც ყური აქვს მოისმენს და ვისაც თვალი დაინახავს, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ისტორია მეორდება, ჩვენ კიდევ ერთხელ ავღმოჩნდით იმპერიათა გზაგასაყარზე და საბედნიეროდ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ცივი გონებით გაანალიზებული, აბსოლუტურად პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებზე სრულფასოვნად მორგებული იყო და არის!.

ამ ყველაფერმა შეგვაძლებინა თავი დაგვეღწია იმ გეოპოლიტიკური ქარიშხალისთვის, რომელმაც უკრაინა იმსხვერპლა და ეხლა უკვე მთელს ევროპას ემუქრება.

ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძის კაბინეტი ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ გაიყვანს სამშვიდობოს.

"ჩვენს დასავლელ მეგობრებს" კი ერთხელ და სამუდამოდ შევაგნებინებთ, რომ საქართველო არასდროს მიიღებს თამაშის იმ წესებს, რომლებიც აზარალებს ჩვენს იდენტობას, ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციებს და არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.

ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ, 3 000 წლოვანი ისტორიით, უძველესი კულტურით და უნიკალური ტრადიციებით. ეს ქვეყანა სისხლით მოვიტანეთ და ასე შევინარჩუნებთ ჩვენს უნიკალურობას.

ასე შევალთ ნებისმიერ კავშირში სადაც ჩვენი დანახვა ესურვებთ და რომელიც შეგვმატებს, არა თუ გახდება ჩვენი გადაგვარების მთავარი მაპედალირებელი. 

წერს ზეზვა ჩანქსელიანი