img1


ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება სიღარიბის შემცირებაზე

საქართველოში 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, 30 % იყო სიღარიბე საქართველოში 2012 წელს.

 

2023 წლის მონაცემებით, სიღარიბე უკვე შემცირდა 11.8%-მდე, შესაბამისად, დღეს, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 440 000 ადამიანი. პროგრესი არის ძალიან დიდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს ჩვენ არც დამშვიდების და არც მოდუნების საშუალებას, იმ პირობებში, როდესაც 440 000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც ბედნიერი და ვერც დამშვიდებული ვიქნებით. 

 

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის, ბუნებრივია, სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, როგორც უკვე აღინიშნა გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს სიღარიბე ჩამოცდეს 4 %-ს. ანუ, 300 000 ადამიანი, ჩვენი პროგრამის შესაბამისად, დააღწევს თავს სიღარიბეს და ეს მიზანიც აბსოლუტურად შესრულებადია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.