უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ვაჭრობა კვლავ იზრდება ევროკავშირსა და რუსეთს შორის
ორმხრივი ვაჭრობა ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და რუსეთს შორის იზრდება, რადგან ევროკავშირს ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული პროდუქტები რუსეთიდან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Lenta.
ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის სავაჭრო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე დანილცევმა საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია განმარტა. ევროსტატის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში იტალიამ რუსეთთან ვაჭრობა 768 მილიონ ევრომდე გაზარდა, საიდანაც 427,1 მილიონი ევრო იყო იტალიის მიწოდება რუსეთის შიდა ბაზარზე.
გერმანიასთან სავაჭრო ბრუნვამ 720 მილიონი ევრო შეადგინა, საფრანგეთთან კი 469 მილიონი ევრო.
შემოდგომის პირველ თვეებში უნგრეთთან ვაჭრობამ 451 მილიონ ევროს მიაღწია, ხოლო ნიდერლანდებთან 437 მილიონ ევროს, რითიც ეს ორი ქვეყანა რუსეთისთვის ევროკავშირის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის მოხვდნენ. დანილცევის თქმით, ტრადიციულად რუსეთიდან ევროკავშირში ექპსორტზე გადის სასუქებჯ, ენერგო რესურსები და ქიმიური პროდუქტები.
„ევროპულ კომპანიებს ასეთი პროდუქტები სჭირდებათ. ამიტომ, მიუხედავად პოლიტიკური პრობლემებისა, ბიზნესი თავისი გზით მიდის“, – განაცხადა დანილცევმა.
გასულ თვეში, ლონდონის ეკონომიკის სკოლამ გააკრიტიკა ევროკავშირი მისი სანქციების რიტორიკისა და რუსეთთან რეალური ურთიერთობის გამო.
„ევროკავშირმა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის შეკავების მთელი რიგი ღონისძიებებს მიმართა. მიუხედავად ამისა, ამ სანქციების ეფექტურობა და მასშტაბები რეალურ ეჭვებს ბადებს”.
ევროკავშირს რუსეთთან კუმულაციური სავაჭრო დეფიციტი აქვს დაახლოებით 120 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ანუ რუსეთის წლიური მშპ-ს 5 პროცენტი. ასეთი დიდი რაოდენობით თანხის გადაცემა რუსეთისთვის სრულიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის რიტორიკას, რომელიც აცხადებს, რომ ის „ყველანაირად შეეცდება რუსეთს, რაც შეიძლება შეზღუდული სახსრები ჰქონდეს ომის წარმოებისთვის”, ევროკავშირის ორმაგი მისგომა რუსეთის მიმართ თვით-დესტრუქციულია და მეტწილად განაპირობებს ომის გახანგრძლივების რეალურ პერსპექტივას“.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21