img1


კახი კალაძე |საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა დღეს ამაზე საუბარი საინტერესო არ არის

„საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა დღეს ამაზე საუბარი საინტერესო არ არის, სხვა უფრო ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი. უამრავი დაპირებაა გაცემული ჩვენი მხრიდან, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და თუ, რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში, შევლენ თუ არ შევლენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

 

ისევ და ისევ მათთვის, მათი არსებობისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იარსებონ და პოლიტიკაში დარჩნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.