პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია წელს ჩატარდება.
„არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25