img1


მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი 25 ნოემბერს რუსეთში ჩავა, სადაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას გამართავს

როგორც ადგილობრივი მედია წერს,ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში რუსული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები სანკტ-პეტერბურგში 25 ნოემბერს გაიმართება.

 

პარლიკოვი აცხადებს, რომ „მგრძნობიარე მომენტია, როდესაც ვიზიტი რუსეთში, აგრესორ ქვეყანაში მოხდება“.

„მაგრამ ასეთია ჩვენი ვარიანტები: ან მიდიხარ და განიხილავ, ან არ მიდიხარ და არ განიხილავ. თუ არ განიხილავ, ჩემი აზრით, კარგავ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას“, – განაცხადა პარლიკოვმა.

 

„ჩვენ შევადგინეთ 12 სხვადასხვა სცენარი, თუ რა მოხდება ამა თუ იმ შემთხვევაში. ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ იმ სცენარსაც კი, რომელშიც დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული გაზის ტრანზიტი და მიწოდება შეწყდება, თუმცა ეს არ არის საუკეთესო სცენარი“.

 

პარლიკოვმა აღნიშნა, რომ კიშინეუ შეშფოთებულია 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობით.