ერდოღანმა კომენტარი გააკეთა ისრაელის პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის თვითმფრინავის ქვეყნის საჰაერო სივრცეში გავლის აკრძალვაზე აზერბაიჯანში COP-29 კლიმატის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
„ჩვენ არ მივეცით მას ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება: არის სხვა მარშრუტები და ვარიანტები. ჩვენ ვუთხარით, რომ წასულიყო იქიდან. მაგრამ არც კი ვიცი წავიდა თუ არა. თურქეთი იძულებულია გამოავლინოს თავისი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და ჩვენ ამას გავაკეთებთ“.
- განაცხადა მან G20-ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე აზერბაიჯანული დიპლომატიური წყაროები აცხადებდნენ, რომ ისრაელის პრეზიდენტი ბაქოში COP29-ზე არ გაფრინდა იმის გამო, რომ თურქეთმა მას საჰაერო სივრცით სარგებლობა აუკრძალა.
თავის მხრივ, ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ ჰერცოგის ვიზიტი აზერბაიჯანში „უსაფრთხოების მიზეზების გამო“ გაუქმდა, რის გამოც ბაქო განაწყენებული იყო.
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24