რუსეთმა გადასატანი თავშესაფრების სერიული წარმოება დაიწყო, რომლებსაც შეუძლიათ, ადამიანები დაიცვან სხვადასხვა სახის საშიშროების, მათ შორის ბირთვული აფეთქების დამრტყმელი ტალღისა და რადიაციისგან. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს კვლევითმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ KUB-M ტიპის მობილური თავშესაფრები ხსენებული და სხვა ტიპის ბუნებრივი თუ ხელოვნური საშიშროებების წინააღმდეგ 48-საათიან თავშესაფარს უზრუნველყოფს.
„როიტერი“ აღნიშნულ კვლევით ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ KUB-M-ის გადასატანი თავშესაფარი ორი მოდულისგან შედგება - ერთი ოთახი 54 ადამიანს იტევს, მეორე კი ტექნიკური ბლოკია. კვლევითმა ინსტიტუტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გადასატანი თავშესაფრების სერიული წარმოების დაწყების შესახებ ცნობა მიმდინარე კრიზისთან კავშირში არ არის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ განცხადება მას შემდეგ ვრცელდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის რაკეტებით იერიშების მიტანის ნება დართო.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოფიციალურად მოაწერა ხელი ბრძანებულებას ბირთვული იარაღის გამოყენების განახლებული დოქტრინის დამტკიცების შესახებ.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21