ევროკავშირმა უნდა გადახედოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან ისინი ზრდის ენერგიის ფასებს და ძირს უთხრის ევროპის კონკურენტუნარიანობას. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რადიოსადგურ Kossuth-ის დილის გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა 8 ნოემბერს ბუდაპეშტში არაფორმალურ სამიტზე მიიღეს დეკლარაცია ევროპის კონკურენტუნარიანობის შესახებ. დოკუმენტი, კერძოდ, მიზნად ისახავს ნავთობზე, გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას.
„ენერგიის ფასები უნდა შემცირდეს ყველა არსებული საშუალებით, ეს ნიშნავს, რომ სანქციები [რუსეთის წინააღმდეგ] უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკით, ენერგეტიკული ფასები არ შემცირდება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24