img1


1994 წლის იანვარში, უკრაინის, შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში ბირთვული განიარაღების მიღწევის გზების შესახებ

1994 წლის იანვარში, უკრაინის, შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში ბირთვული განიარაღების მიღწევის გზების შესახებ. მას შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. იმ დროს უკრაინას ჰქონდა სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი. რამ აიძულა ახლად დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაეტოვებინა იგი?  

 

გაეროში უკრაინის მაშინდელი მუდმივი წარმომადგენელი იური სერგეევი იხსნებს:

" 1968 წლისთვის ბირთვული ძალები შეთანხმდნენ ბირთვული ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ამის შედეგად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. "  

 

იმდროინდელი ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს მიაჩნდათ, რომ სსრკ-ს დაშლის და ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში ბირთვული ბალანსი დაირღვევოდა და სწორედ აიტომ უნდა დაეწყოთ მესამე ქვეყნების განიარაღების პროცესი. 

მარტივად, რომ ვთქვათ უკრაინას წაართვეს ბირთვული იარაღი, სუვერენიტეტის და უსაფრთხოების ერთ - ერთი მთავარი გარანტი.

 

სწორედ 1994 წელს დაიწყო უკრაინის როგორც ევროპის სიდიდით მეორე სახელმწიფოს ნგრევის პროცესიც.

რა თქმა უნდა საკუთარი ქვეყნის პატრიოტ, პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელ უკრაინელ ლიდერებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ მესამე ბირთვული ძალის მქონე უკრაინა განეიარაღებინათ.

 

1994 წელს დაწყებული ქვეყნის დაშლა დღემდე წარმატებით გრძელდება.

ერთი წუთით დავფიქრდეთ, რომ არა1994 წელი, რომ არა 2014 წლის მაიდანი, 2022 წელს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, წინამდებარე უკრაინაში გათამაშებული დემოკრატიობანა დღეს როგორიძალის და შესაძლებლობების სახელმწიფოს მივიღებთ უკრაინაში.

 

1. ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორი, გაზის და ნავთობის გამტარი, 50 მილიონიანი უკრაინა თავისი მნიშვნელოვანი ბერკეტებით აქეთ იქნებოდა დასავლეთ ევროპისთვის დღისწესრიგის დამდგენი.

 

2. "დემოკრატიობანას" თამაშის ნაცვლად ის, რომ საკუთარ სლავურ წიაღში დარჩენილიყო, მას რომ კოლექტიური დასავლეთიდან გადმოგდებული ანკესი არ გადაეყლაპა დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ - ერთი გამწევი ძალა იქნებოდა.

 

და ბოლოს უბრალოდ რიტორიკული კითხვა!

როდის დაიწყო რეალურად უკრაინის დაშლა 2022 წელს თუ 1994 წელს, მაშინ როდესაც "ბიძია თომას ავანტურებში გაეხლართა და საკუთარი თავი მარტო დაიტოვა იმპერიების გზა გასაყარზე, რომლებიც დღეს მის მიწაზე ებრძვიან ერთმანეთს".

 

ირაკლი ჯანყარაშვილი