img1


პუტინმა და ტრამპმა უკვე განიხილეს უკრაინის ომის შესაძლო დასრულება - Washington Post

 ▪️გამოცემა წერს, რომ ტრამპმა გამოთქვა შეშფოთება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ უკრაინის მხარდაჭერის გამო და პუტინს შესთავაზა, რომ მსოფლიომ შესაძლოა მოსთხოვოს უკრაინას ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა, როგორიცაა მაგალითად ყირიმი.

 ▪️გამოცემა ასევე წერს, რომ საუბრისას ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ურჩია, არ ეწარმოებინა ომი უკრაინაში.

 ▪️პრეზიდენტებმა „განიხილეს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის ვარიანტები და ტრამპმა გამოთქვა ინტერესი შემდგომი მოლაპარაკებებით უკრაინაში ომის სწრაფი გადაწყვეტის განსახილველად“, - განუცხადა გამოცემას რამდენიმე წყარომ.

 ▪️ზარის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის მთავრობა და საუბარი არ გააპროტესტეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა „დიდი ხანია ესმით, რომ ტრამპი პუტინთან ერთად უკრაინის პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტას შეეცდება“, - აცხადებენ წყაროები.

 ▪️გაითვალისწინეთ, რომ პუტინმა 7 ნოემბერს პირველად მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს ტრამპის წინადადებები უკრაინასთან დაკავშირებით.