ბოლო დღეებში მედიის ყურადღება მიიპყრო ირანელი ქალის ქცევამ, რომელმაც ტანსაცმლის ნახევრად გახდით პროტესტი გამოხატა ირანში არსებული ჩაცმულობის მკაცრი წესის წინააღმდეგ. როგორც ამას „ამნისტია ირანი“ ამბობს, სტუდენტმა მას შემდეგ გაიხადა ტანსაცმელი, რაც უნივერსიტეტის დაცვა მას უხეშად მოეპყრა და სავარაუდოდ, იძალადა. მაგრამ, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, თვალწინ სულ სხვა სურათი წარმოგვიდგება. ეს სტატია მიზნად ისახავს, სინათლე მოჰფინოს მომხდარ ფაქტს.
მედია საშუალებებში გავრცელებული დეზინფორმაცია:
სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია:
1. ქალი ნახევრად გაშიშვლდა ისლამური აზადის უნივერსიტეტის კამპუსში, რათა გაეპროტესტებინა ჩაცმულობის მკაცრი წესი, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტის დაცვა მას უხეშად მოეპყრა.
2. დაკავების დროს იგი ცემეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.
3. „ამნისტია ირანმა“ დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი გათავისუფლება და ძალადობის გამოძიება.
ამ საკითხებმა ბიძგი მისცა სოციალურ მედიაში გავრცელებულ მხარდაჭერას, თუმცა ფაქტების გაანალიზება ცხადჰყოფს მათ უსაფუძვლობას.
აზადის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელების კომენტარი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი უარყოფს დაცვის მხრიდან ძალადობას და „იქს“-ზე წერს:
- უნივერსიტეტის გამოძიებით, სტუდენტს აქვს ფსიქიკური აშლილობა, რაც გამოიხატებოდა თანხმობის გარეშე სხვა სტუდენტებისა და პროფესორების ვიდეო გადაღებაში, რომელიც იწვევდა წესრიგის დარღვევას.
- სტუდენტებისა და დაცვის მიერ განმეორებითი გაფრთხილებების შემდგომ, იგი გაემართა უნივერსიტეტის ეზოში და ტანსაცმელი გაიხადა. ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროტესტთან.
- გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, დაცვის მხრიდან ცემის ფაქტს არ ჰქონდა ადგილი. იგი მშვიდ გარემოში გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
- უნივერსიტეტის დირექტორი პირადად ეწვია სტუდენტს პოლიციის განყოფილებაში და სამედიცინო შემოწმების შემდგომ დარწმუნდა რომ სტუდენტს არანაირი ძალადობის კვალი არ ემჩნეოდა.
ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება გავრცელებულ ნარატივს, რომლის მიხედვითაც გოგონა ჩართული იყო პოლიტიკურ პროტესტში და მასზე იძალადეს.
დამატებითი ინფორმაცია ოჯახის წევრებისა და გაზეთ „ფარჰიხთეგან“-ის მიერ:
უნივერსიტეტთან დაკავშირებული გაზეთის „ფარჰიხთეგან“-ის მიხედვით, სეიედ ამირ მაჰჯუბი, უნივერსიტეტის საზოგადებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს:
- სტუდენტი გადაიყვანეს პოლიციის დეპარტამენტში გამოძიებისთვის. მაჰჯუბმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გოგონა განიცდიდა ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გარშემოსაც მიმდინარეობ გამოძიება, ამჟამად იგი გადის ფსიქოლოგიურ და მედიკამენტურ მკურნალობას.
- ხელმძღვანელმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა სტუდენტის ოჯახის უსაფრთხოებაზე, რამდენადაც სტუდენტი არის ორი შვილის დედა და ქმარს გაშორებულია. მაჰჯუბმა მოუწოდა საზოგადოებას დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ , რამდენადაც გოგონას ოჯახის წევრების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.
ამ განცხადებებთან ერთად, მეგობარმა დასძინა, რომ დაცვის თანამშრომლების მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონდა ადგილი.მან აღნიშნა, რომ გოგონას ჰქონდა ხანგრძლივი ქცევითი პრობლემები, იგი ვერბალურად და ფიზიკურად ხელს უშლიდა სხვა სტუდენტებს. გავრცელებული ნარატივის საწინააღმდეგოდ, თითქოს მისი პროტესტი დაკავშირებული იყო პოლიტიკურ თემასთან, სტუდენტის ქცევები განპირობებული იყო მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან.
მისმა ქმარმა, ინსტაგრამზე ატვირთა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ოჯახისა და, განსაკუთრებით, ორი შვილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ გაავრცელონ მისი ცოლის ამსახველი ვიდეო.
ვიდეო მტკიცებულების ანალიზი:
ვიდეოს გაანალიზების შემდგომ, ვლინდება რამდენიმე საკითხი რაც ეჭვქვეშ აყენებს ცრუ ნარატივს ძალადობის შესახებ:
- ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ სტუდენტს არ აღენიშნება ძალადობის კვალი. დაცვის თანამშრომლები ყოველგვარი უხეში ძალის გამოხატვის გარეშე სთხოვენ მას, რომ ჩაიცვას ტანსაცმელი.
- ვიდეოში ისმის სხვა სტუდენტების სიცილის ხმა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაციას არ ჰქონდა ძალადობის ფორმა მიღებული.
- დამატებით, ვიდეოში ჩანს თუ როგორ არ აფარიათ თავზე სხვა ქალებს, ეს ასუსტებს იმ დეზინფორმაციას რომ სტუდენტის პროტესტი მიმართული იყო უნივერსიტეტის მკაცრი ჩაცმულობის წესის წინააღმდეგ.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21