img1


გიორგი კალანდარიშვილი: ბევრს ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს“, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. 

 

აღნიშნული განცხადებით კალანდარიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ცესკო სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაციასა და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლას ახორციელებს.

 

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო აქტებით არის მოწესრიგებული.

 

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს. ეს არის საკანონმდებლო აქტებით მოწესრიგებული, ეს არის ნომენკლატურა, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ ვადებსა და წესს, თუ რა, როგორ და რამდენი ხნით უნდა შეინახოს და არცერთ შემთხვევაში, არავის აქვს უფლებამოსილება, რომ ამ ვადების დადგომამდე რამე სხვა ტიპის გადაწყვეტილება განახორციელოს, წაშლა იქნება, განადგურება იქნება, გაქრობა იქნება თუ ა.შ.

 

ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული სიცრუე, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოცემულობა იარსებებს, ვთქვათ, ინფორმაციის გამოქვეყნებასთან მიმართებაში, შემდგომ დარჩეს სივრცე სხვადასხვა მხარისთვის იმის თაობაზე, რომ განხორციელდეს მანიპულაცია, თითქოს იმიტომ არ არის დარღვევები, რომ ცესკომ რაღაც ინფორმაცია გაანადგურა და ა.შ. ეს ერთი ნაწილი“, - აცხადებს კალანდარიშვილი.