დემოკრატებს აქვთ გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი ვადაზე ადრე გამოაცხადებს გამარჯვებას. - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აპირებს, გამარჯვება არჩევნების დღეს გამოაცხადოს, მაგრამ დემოკრატები მზად არიან, სწრაფად უარყონ ყალბი განცხადება, თუ ხმების საბოლოო დათვლას რამდენიმე დღე დასჭირდება.
„როგორც კი ის [ტრამპი] ტყუილად გამოაცხადებს გამარჯვებას, ჩვენ მზად ვართ, გამოვიდეთ ტელევიზიით და მოვყვეთ სიმართლე და ასევე, ჩავრთოთ ადამიანთა ფართო ქსელი, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი გავლენა საპასუხოდ გამოიყენონ.“ - განუცხადა ჟურნალისტებს დემოკრატთა მაღალჩინოსანმა.
ტრამპმა უკვე ნაადრევად გამოაცხადა თავისი გამარჯვება 2020 წელს. მაშინ მან ეს გააკეთა არჩევნების მეორე დღეს, დილით. მაშინ, საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელსაც რამდენიმე დღე დასჭირდა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21