ძლიერმა ქარიშხალმა ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ, სამხრეთ-დასავლეთ ფინეთსაც დიდი ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
სანაპიროზე ქარის სიძლიერემ ზოგან რეკორდულ დონეს მიაღწია. ერთ-ერთ კუნძულზე ქარის საშუალო სიჩქარე წამში 33,5 მეტრი იყო. შტორმს თოვლი მოჰყვა, ზოგან თოვლის საფარმა 20 სმ-ს მიაღწია.
ძლიერმა ქარიშხალმა საცხოვრებელ სახლებს და სხვა შენობა ნაგებობებს სახურავები ახადა და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.
60 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24