მდიდარი ამერიკელები გეგმავენ, დროებით დატოვონ შეერთებული შტატები, არჩევნების შემდგომი არეულობისადმი შიშის გამო.
მოსალოდნელი არეულობის შიშით, შეძლებული ამერიკელების რეკორდული რაოდენობა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეერთებული შტატების განუსაზღვრელი ვადით დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNBC, მიგრაციის სფეროს ექსპერტებზე დაყრდნობით იტყობინება.
იურისტები და კონსულტანტები, რომლებიც მაღალშემოსავლიან ოჯახებთან მუშაობენ, აღნიშნავენ ინტერესის ზრდას მეორე პასპორტისა და საზღვარგარეთ გრძელვადიანი საცხოვრებლის მიმართ. Henley & Partners-ის ხელმძღვანელის თქმით, ამერიკელებმა პირველად შეადგინეს მომხმარებელთა ბაზის 20%; ხოლო მათი რიცხვი, ვინც მიგრაციას გეგმავს, 2023 წელთან შედარებით, მინიმუმ, 30%-ით გაიზარდა.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21