გერმანიაში ვადამდელი არჩევნების მომხრეა გერმანელების ნახევარზე მეტი – Deutschlandtrend-ის გამოკითხვის
მიხედვით გამოკითხულთა 54% ვადამდელი არჩევნენის ჩატარებას ითხოვს.
ბუნდესტაგის შემდეგი არჩევნები 2025 წლის სექტემბერში უნდა ჩატარდეს.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მმართველი კოალიციის პოპულარობა, რომელშიც მონაწილეობენ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) და კავშირი 90/მწვანეების წარმომადგენლები, ახალ მინიმუმამდე დაეცა. გამოკითხულთა მხოლოდ 14%-მა შეაფასა კოალიციის მუშაობა დადებითად, 85%-მა კი უარყოფითად.
თუ ბუნდესტაგის არჩევნები მომავალ კვირას ჩატარდება, მაშინ სამივე მმართველ პარტიას ძალაუფლებაში დარჩენის შანსი არ ექნება.
16% ხმას მისცემდა სოციალ-დემოკრატებს, 11% მწვანეებს და 4% FDP ლიბერალებს.
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24