img1


ურსულა ფონ დერ ლეიენს მოუწოდებენ, რომ ევროკავშირში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მსგავსი ორგანო შეიქმნას

ბლოკმა მწვანე შუქი უნდა აუნთოს „სრულფასოვანი სადაზვერვო სამსახურის ჩამოყალიბებას ევროკავშირის დონეზე“, – ამბობს ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი საული ნიინიშტო ახალ ანგარიშში.

 

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ომისა და კრიზისისთვის ბლოკის მზადყოფნის ყოვლისმომცველი მიმოხილვის ფარგლებში, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი საული ნიინიშტო თვლის, რომ ევროკავშირს სჭირდება საკუთარი სადაზვერვო სააგენტო, რათა ევროკავშირის ქვეყნებმა თავი აარიდონ საფრთხეებს, დივერსიებსა და უცხოელ აგენტებს – განხორციელების შემთხვევაში სააგენტო კონტინენტის მასშტაბით, დედაქალაქებში იფუნქციონირებენ და ერთმანეთს საფრთხეების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ.

 

ჯერ კიდევ მარტში, ნიინიშტოს – რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ფინეთის პრეზიდენტი – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაავალა, მიეწოდებინა დეტალური ანგარიში ომისა და სამოქალაქო თავდაცვისთვის ბლოკის მზადყოფნის შესახებ, გაუმჯობესების წინადადებებთან ერთად.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ორ წელზე მეტია ომს აწარმოებს უკრაინაში ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე – შესაბამისად რუსეთისთვის მომუშავე ოპერატიული აგენტები შეშფეთობას იწვევენ ორგანოზაციის წევრ ქვეყნებში მოსალოდნელი საფრთხეების კუთხით.

თავის გეგმაში, ნიინიშტო მოუწოდებს ევროკავშირს, განავითაროს „სრულფასოვანი სადაზვერვო თანამშრომლობის სამსახური ორგანიზაციულ დონეზე, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული საჭიროებები“ და დასძინა, რომ საჭიროა „ანტიდივერსიული ქსელი“ ინფრასტრუქტურის დასაცავად.

 

მეტი სამუშაოა საჭირო იმისათვის, რომ „ევროკავშირის ინსტიტუტებში კონტრჯაშუშური მუშაობა გაძლიერდეს“, – თქვა მან ფონ დერ ლაიენთან ერთად გეგმის წარდგენის დროს.

მრავალი დიპლომატი გააძევეს დედაქალაქებიდან ჯაშუშობის ბრალდებების გამო, ხოლო ბრიუსელი აგენტურული საქმიანობისთვის ცხელ წერტილად იქცა ქალაქში მდებარე ასობით საელჩოს ფონზე. უფრო მეტიც, უკრაინასთან რუსეთის ომმა ევროკავშირის მასშტაბით ქაოსი გამოიწვია – დაწყებული დრონებიდან, რომლებიც მონიტორინგს უწევენ არმიის საწვრთნელ ადგილებს, გაგრძელებული აღკვეთილი მკვლელობის მცდელობებით იარაღის აღმასრულებელ პერსონალზე და წყალქვეშა ინფრასტრუქტურებზე თავდასხმით დასრულებული.

დასავლელ მოკავშირეებს უკვე აქვთ კონკრეტული სადაზვერვო ორგანიზაცია – “ხუთი თვალის” ქსელი, რომელიც აერთიანებს სააგენტოებს შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში – ევროკავშირს ასეთი სააგენტო სჭირდება, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებაზე – თქვა ნიინიშტომ.

 

”ჩვენ უნდა ვენდოთ ერთმანეთს,” – ამბობს ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი.

მაგრამ მცირე შანსია, რომ ევროკავშირმა უახლოეს მომავალში საუკეთესო და გამორჩეული წვევამდელების რეკრუტირება მოახდინოს საზღვარგარეთ მაღალი რისკის მისიებში გასაგზავნად –

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება უპირველეს ყოვლისა წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობაა“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა. „ჩვენ ეს იდეა უნდა დავაფუძნოთ ინფორმაციის ნაკადების გაუმჯობესებას, ინფორმაციის შეგროვებასა და დაზვერვო მასალის მოპოვებას“.

უსაფრთხოების სააგენტოებმა ასევე უნდა „რაც შეიძლება მეტად გაურთულონ მტრულად განწყობილ უცხოურ სადაზვერვო სამსახურებს მოქმედება ევროკავშირის ნებისმიერ წერტილში“, ამბობს ნინიიშტო.

 

მისი დასკვნები ფონ დერ ლეიენს მეორე ვადის განმავლობაში მიეწოდება, რომლის დროსაც ევროკავშირს ასევე ეყოლება თავდაცვის პირველი კომისარი – ამ უკანასკნელის მოვალეობა 2025 წლის გაზაფხულამდე თავდაცვის ბაზისური გეგმის ჩამოყალიბება იქნება.