საქართველოში კიდევ ერთხელ დამარცხდა "კოლექტიური დასავლეთის აგენტურა" , რომელსაც ერთი კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ხელში ჩაეგდო ძალაუფლება და ვაშინგტონის მითითებისამებრ საქართველოს უკრაინიზაციის პროცესი დაეწყო.
ჩავარდა მათი გეგმები, ქართველმა ხალხმა სწორად და ჯანსაღად გაანალიზა მოსალოდნელი საფრთხეები, სწორად შეაფასა ის რისკები, რომლებიც ფერადი რევოლუციის ლობისტების ხელისუფლებაში მსოვლით არსებობდა.
სამხეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის ერთ - ერთი მთავარი გარანტი საქართველოა, რომლის ხელისუფლებაშიც პასუხისმგებლიანი ძალაა.
დამარცხების მიუღებლობა "კოლექტიური დასავლეთისთვის" უცხო ნამდვილად არ არის, რა თქმა უნდა ბრიუსელ-ვაშინგტონში გამაგრებული ომის პარტიის ლიდერები უკანასკნელ რესურსებს გამოიყენებენ იმისათვის, რომ თბილისში სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივონ და ამით შეეცადონ დასახული მიზანი კავკასიის ცეცხლის ალში გახვევა ბოლომდე მიიყვანონ.
თუმცა მათმა მთავარმა დასაყრდენმა სომხეთში ნიკოლ პაშინიანმაც კი ვერ გაბედა არჩევნების შედეგების არ ცნობა და ამით იმედები ძალიან ბევრ თავის პატრონს გაუცრუა ბრიუსელში.
რომ არა მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" სწორი და პრაგმატული პოლიტიკა, არა მხოლოდ საქართველო არამედ მთელი სამხრეთ კავკასია გაეხვეოდა ცეცხლის ალში.
აზერბაიჯანში ნოემბერში დაგეგმილი გაეროს სამიტინის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საომარი მოქმედებების საფრთხე, რა თქმა უნდა პაშინიანის რეჟიმს ტყულიად არ აიარაღებს საფრანგეთი, რომელიც საერთაშორისო დონეზე ლობირებს სომხეთის ლეგიტიმაცია დაკარგულ პრემიერ მინისტრს.
სწორედ ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი სამხეთ კავკასიაში სომხეთის აფეთქებასთან ერთად საომარი მოქმედებების თეატრის საქართველოში გადმოტანაც.
საბედნიეროდ საქართველომ თავიდან აიცილა მოსალოდნელი საფრთხე და ვიმედოვნებ ნიკოლ პაშინიანსაც ეყოფა გონიერება და ხელს აიღებს დაგეგმილი პროვოკაციებსგან, რომელიც "ბრიუსელ-ვაშინგტონიდან" არის ნაკარნახევი და ემანუელ მაკრონის მსახურებას სომეხი ხალხის მსახურებას არჩევს და ამით სამხეთ კავკასიის ბედს სასწორზე არ დადებს.
- ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21