img1


PUBLICIST.GE ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲗ ᲐᲚᲢ-ᲘᲜᲤᲝ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲗᲐ ᲐᲚᲘᲐᲜᲡᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲡ ᲦᲐᲚᲐᲢᲨᲘ ᲡᲓᲔᲑᲡ ᲑᲠᲐᲚᲡ, ᲮᲝᲚᲝ ᲓᲐᲕᲘᲗ ᲗᲐᲠᲮᲐᲜ ᲛᲝᲣᲠᲐᲕᲡ 50 000 ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲤᲚᲐᲜᲒᲕᲐᲡ ᲔᲓᲐᲕᲔᲑᲐ

- " როგორც ინფორმირებულმა წყარომ შეგვატყობინა წარუმატებლობის მთავარ მიზეზად დავით თარხან მოურავის და ირმა ინაშვილის ღალატი სახელდება.

ეხლა ძალიან აქვთ სახე გამძვრალი, დავით თარხან მოურავი ნილწამხდარია და პასუხს ირმა ინაშვილს სთხოვს, ხოლო თავად ალტ - ინფოს ლიდერები პატრიოტთა ალიანსს ადანაშაულებენ ღალატში და ტყუილში.

ამასთან ერთად გაფლანგულია 50 000 დოლარი, რომელსაც კოკა მორგოშია დავით თარხან მოურავს ედავება და ამტკიცებს, რომ ალტ - ინფოს წინასაარჩევნოდ მოზიდული თანხები თარხან მოურავმა პირადი სარგებლობისთვის მოიხმარა.

თუმცა სხვა სურათია თვითონ პატრიოტთა ალიანსის შიგნით, წყაროს ინფორმაციით ირმა ინაშვილსა და დავით თარხან მოურავს შორის ურთიერთობები დაიძაბა და ეხლა თარხან მოურავი პასუხისმგებლობის ირმაზე გადატანას ცდილობს.

გვიყვება ინფორმირებული წყარო პატრიოტთა ალიანსიდან. "