ჩემო ძვირფასო, ღირსეულო ქობულეთელებო!
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ორი თვის განმავლობაში გამოჩენილი ყურადღებისა და ნდობისთვის. ჩვენი ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანია დღეს სრულდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაქსიმალურად შევეცადე მოვსულიყავი თითოეულ თქვენგანთან, პირადად თქვენგან მომესმინა ის საჭიროებები, რომლებიც პრიორიტეტულია ჩვენი რეგიონისთვის, ერთად დაგვესახა სამომავლო მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს. თითოეული თქვენგანის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის შენების პროცესში არის უმნიშვნელოვანესი.
ჩვენ ერთად ვქმნით ხვალინდელი საქართველოს ღირსეულ, ეკონომიკურად ძლიერ და ერთიან მომავალს.
კეთილგანწყობა, რომელიც თქვენგან იგრძნობა, შეუფასებელია და ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ხვალ არის დღე, როდესაც ჩვენივე არჩევანი განსაზღვრავს ჩვენსავე მომავალს. მჯერა, ერთად ბევრ კეთილდღეობას, მოვუტანთ რეგიონს და ჩვენს საქართველოს.
წერს გია ჭყონია
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21