img1


ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო | ირაკლი კობახიძე

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო. ამ უაღრესად რთულ დროს ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს. გისურვებთ სიმტკიცეს, ერთობას და მშვიდობას ამ ტრაგედიის შედეგებთან საბრძოლველად. ვუცხადებ თანადგომას თითოეულ თქვენგანს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

 

შეგახსენებთ, ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 14 ადამიანი. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ორი თავდამსმხელი განეიტრალებულია. თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.