ხუთშაბათს, IDF-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია სავარაუდო ტერორისტების სახელები, სამხედრო წოდებები და საიდენტიფიკაციო ნომრები.
მათშორის მოხვდა ალ ჯაზირას რეპორტიორი ანას ჯამალ მაჰმუდ ალ-შარიფი, როგორც ნეთანიაჰუს რეჟიმი ამტკიცებს ანას ჯამალი და ტელეკომპანიის 5 ჟურნალისტი ჰამასის
ჩრდილოეთ ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ, ხოლო თავად ჯამალი მესამე რანგის ჯარისკაცია.
IDF-ის მასალები შეიცავს ფინანსურ ინფორმაციას სავარაუდო ტერორისტის შესახებ და ამტკიცებენ, რომ ალ-შარიფი იყო "მებრძოლი და ორგანიზაციის ლიდერი სარაკეტო კომპანიაში" და "მებრძოლი" ჰამასის სპეცრაზმის კომპანია ნუხბაში.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში Al Jazeera Media Network-მა ბრალდებებს "უსაფუძვლო", უწოდა მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამ შეთითხნილ ბრალდებებს განიხილავენ, როგორც რეგიონში დარჩენილი რამდენიმე ჟურნალისტის გაჩუმების უხეშ მცდელობას, რითიც
ებრაული მხარე ცდილობს საკუთარი დანაშაულების გადაფარვას. "
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21