შეერთებული შტატების მონაცემებით, მინიმუმ, სამი ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებში იწვრთნება; შეერთებულმა შტატებმა "ჯერ არ იცის", მონაწილეობას მიიღებენ თუ არა ისინი საბრძოლო ოპერაციებში რუსული არმიის მხარეს, მაგრამ როგორც თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, "ეს რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშო შესაძლებლობაა".
მისივე თქმით, ჩრდილოკორეელები საზღვაო გზით ვლადივოსტოკში ჩავიდნენ, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთში მდებარე სხვადასხვა სასწავლო ნაწილში გაგზავნეს.
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთში ჩრდილოეთ კორეის (კსდრ) სამხედროების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო. ცნობა არ დაადასტურა ასევე, გაეროში კსდრ-ს წარმომადგენელმაც.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21