ირანმა ოფიციალურად შეიტანა საჩივარი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) და გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ისრაელის მხრიდან ირანის ბირთვული ობიექტების მიმართ მუქარის შესახებ. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაილ ბაგაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.
„ირანი ამ მუქარებს განიხილავს, როგორც საფრთხეებს საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და ამასთან დაკავშირებით, წერილობითი პროტესტი გაუგზავნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს“, - ასე უპასუხა ბაგაიმ კითხვას, თუ რა პასუხი ექნება თეირანს ისრაელის მუქარებზე.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მუქარები მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას.
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-24